სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს
29 ნოემბერს 10:30-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში ნაზარლო, ვახტანგისი, ქესალო, თაზაქენდი, ვარკეთილის მეურნეობა და მიმდებარე სოფლებში;
11:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს რუსთავში მშვიდობის, აზოტის, მშენებელთა, ლომოურის, მეგობრობის, თბილისის, დოლიძის, დავით გარეჯის და მიმდებარე ქუჩებზე;
11:00-დან 19:30 საათამდე აბონენტებს მარნეულში და მარნეულის რაიონის სოფლებში საბირქენდი, ალგეთი, თაზაქენდი, ქუთლიარი, ნიზამი, მუღანლო და მიმდებარე სოფლებში;
11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში მარტყოფი, საცხენისი, დიდი და პატარა ლილო და მიმდებარე სოფლებში;
13:00-დან 15:00 საათამდე აბონენტებს ბოლნისში სულხან საბას, წმინდა ნინოს, ჭავჭავაძის, კოსტავას, იყალთოს, გორგასლის და მიმდებარე ქუჩებზე. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.









