ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 3 ნოემბერს 10:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს რუსთავში შარტავას, მე-7, მე-8 მიკრორაიონებსა და მიმდებარე ქუჩებზე;
11:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს წალკის რაიონის სოფლებში ბეშთაშენი, კიარაკი, დაშბაში, ბურნაშეთი, სამება, ტბეთი, სანთა და მიმდებარე სოფლებში;
11:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში ლემშვენიერა, ნაგები, ჯანდარა, თბილწყარო და მიმდებარე სოფლებში;
12:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფლებში ლეჟბადინი, კესალო, წერეთელი და მიმდებარე სოფლებში; აგრეთვე მარნეულში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.