როგორი ამინდია მოსალოდნელი 4 ნოემბერს საქართველოში

 

4 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, მაღალმთიან რეგიონებში თოვლი.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

ჰაერის მინიმალური ტემპერატურა  -1 გრადუსი იქნება გუდაურში, ხოლო მაქსიმალური +16 ქვეყნის რამდენიმე ქალაქშია მოსალოდნელი.

ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით:

რუსთავი +16 – უმეტესად ღრუბლიანი

თბილისი +14 – წვიმა

გაგრა +14 – წვიმა

სოხუმი +14 – წვიმა

ზუგდიდი +14 – წვიმა

მესტია +5 – წვიმა

ფოთი +15 – წვიმა

ბათუმი +16 – წვიმა

ოზურგეთი +13 – წვიმა

ქუთაისი +13 – წვიმა

ამბროლაური +10 – წვიმა

ახალციხე  +11 – წვიმა

ბორჯომი +10 – წვიმა

ბაკურიანი +4 – წვიმა

გორი +11 – უმეტესად ღრუბლიანი

ცხინვალი +9 – წვიმა

სტეფანწმინდა +6 – წვიმა

გუდაური -1 – თოვლი

თელავი +12 – წვიმა