ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 9 ნოემბერს 11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფლებში კასუმლო, არაფლო, ულაშლო, ქუშჩი, ბეითარაბჩი, სეიდგოჯალო და მიმდებარე სოფლებში;
11:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში ვახტანგისი, ნაზარლო, თაზაქენდი, კაპანახჩი, ქესალო და მიმდებარე სოფლებში;
11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს ბოლნისის რაიონის სოფლებში ხატისოფელი, ბოლნისი, ვანათი, ფოლადაური და მიმდებარე სოფლებში;
13:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს წალკის რაიონის სოფლებში არ სარვანი, ჩოლიანი, ლივადი, გოდაკლარი და მიმდებარე სოფლებში;
14:30-დან 17:30 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში კუმისი, წალასყური, კრწანისი, მთისძირი და მიმდებარე სოფლებში;
14:30-დან 19:00 საათამდე აბონენტებს რუსთავის მიმდებარედ ახალ სამგორში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.









