ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა გურჯაანში. 8 წლის გოგო სკოლაში მიდიოდა რა დროსაც მას მიკროავტობუსი დაეჯახა.
მშობლებმა გურჯაანის “ჯეო ჰოსპიტალსში” თავად გადაიყვანეს, სადაც მას პირველადი დახმარება გაეწია, თუმცა პაციენტის მდგომარეობა მძიმეა,მას თავის შიდა დახურული ტრავმები აღენიშნება. კატასტროფის ბრიგადას ის ამ წუთებში თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში გადაჰყავს.









