კოოპერატივი 17-ის წევრები რუსთავის მერთან შეხვედრას ითხოვდნენ

კოოპერატივი 17-ის წევრები დღეს რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიასთან შეიკრიბნენ და რუსთავის მერთან შეხვედრას ითხოვდნენ.

მათი თქმით ისინი დაუსრულებელი  ბინათმშენებლობის ვალით დაზარალებულები არიან და 30 წელია ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ.

როგორც კოოპერატივის წევრებმა განაცხადეს , მათ საკითხზე ყველა შესაბამის უწყებას მიმართეს, თუმცა რეაგირება არც ცენტრალური და არც ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან არ მომხდარა.

კოოპერატივის წარმომადგენლები მერიაში ადმინისტრაციის უფროსს მიხეილ მუზაშვილს გაესაუბრნენ.