რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ შეროზია საკრებულოს აპარატის თანამშრომლების მიერ გამართულ ბრიფინგს ეხმიანება. როგორც მან განაცხადა მისი მხრიდან საკრებულოს აპარატის თანამშრომლების მიმართ დისკრიმინაციას და შევიწროებას პოლიტიკური ნიშნით ადგილი არ ჰქონია და აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
ასევე ცნობილი გახდა, რომ ის დაკისრებულ ჯარიმას არ გადაიხდის და აღნიშნული ბრალდების გასაჩივრებას აპირებს.









