ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გუშინდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7676 ლარი გახდა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.7754 ლარი იყო.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.7491 ლარია. გუშინ მოქმედი კურსი კი 2.7557 ლარს შეადგენდა.
გუშინდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში დღეს შევა.









