რუსთავის საკრებულოს აპარატის თანამშრომლებმა ბრიფინგი გამართეს. ცნობილი გახდა შრომის ინსპექციაში სამი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა მოკვლევა და იკითხებოდნენ საკრებულოს თანამშრომლები, შედეგად კი შრომის ინსპექციამ დაადგინა, რომ ნოდარ შეროზიას მხრიდან ფაქტი აქვს დისკრიმინაციას და შევიწროებას პოლიტიკური ნიშნით საკრებულოს აპარატის თანამშრომლების მიმართ.
რუსთავის საკრებულოს აპარატის ხელმძღვანელმა არჩილ ძამაშვილმა აღნიშნა, რომ საკრებულოს თანამშრომლებმა მიმართეს ნოდარ შეროზიას 30 დღის განმავლობაში გამოასწოროს გადაცდომები.
ასევე ცნობილი გახდა, რომ აღნიშნული ფაქტების გამო ნოდარ შეროზიას დაეკისრა 1200 ლარიანი ჯარიმა.









