6 ნოემბერს რუსთავის ღია ჩემპიონატი მკლავჭიდში გაიმართება, სადაც მონაწილეობას რუსთაველი სპორტსმენები მიიღებენ.
რუსთავის ღია ჩემპიონატზე ახალგაზრდა სპორტსმენებს მოწვეული სტუმრები ,ლევან საგინაშვილი, ირაკლი ზირაქაშვილი და გიორგი მელიქიშვილი გაამხნევებენ.
ღონისძიება სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის ორგანიზებით ხორციელდება.