დღეს რუსთავის ცენტრალურ პარკში ტურნირი საბავშვო ველოგარბენში ჩატარდა.
შეჯიბრი გოგონებსა და ბიჭებს შორის სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში გაიმართა.
ღონისძიებაში მონაწილეობა 100-მდე მონაწილემ მიიღო.
გამარჯვებულ მონაწილეებს კი სპონსორებისგან მედლები თასები და სიგელები გადაეცათ.
ველორბოლა საქართველოს ეროვნული ფედერაციის “სპორტი ყველასთვის” ორგანიზებით ჩატარდა.









