“რუსთავის წყალი” რუსთაველის მოედანზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს.
წყალმომარაგების სისტემის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში რუსთაველის მოედანზე 530 მმ-იანი მილსადენის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
როგორც ცნობილია აღნიშნული სამუშაოების დასრულების შემდეგ მე-6, მე-7,მე-8,მე-15,მე-20,21-ე მიკრო რაიოენბში წყალმომარაგება გაუმჯობესდება.
რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ განხორციელდება ახალ ქსელზე გადაერთებითი სამუშაოები, რომლის შემდეგაც კომპანია რუსთავის წყალი 18 ნოემბერს რუსთაველის მოედანზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს დაასრულებს .
პროექტის საერთო ბიუჯეტი135 000 ლარს შეადგენს.









