რუსთავში “გალფის” თანამშრომელი მომხმარებელმა დაჭრა

რუსთავში მეგობრობის გამზირზე  “გალფის” თანამშრომელი გოგონა მომხმარებელმა გოგონა  სამუშაო საათების დროს დაჭრა.

შემთხვევა გამთენიისას მოხდა.

გოგონა რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მას ოპერაცია ჩაუტარდა და ამ დროისთვის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

მომხდარზე გამოძიება 117-ე მუხლით მიმდინარეობს.