სასკოლო სპორტული ოლიმპიადა გრძელდება. სკოლებს შორის შეჯიბრი დღეს ფრენბურთში ჩატარდა და რამდენიმე დღე გაგრძელდება.
ერთმანეთს ვაჟებში რუსთავის 8, გოგონებში კი 6 სკოლის გუნდი დაუპირისპირდება. გამარჯვებული გუნდი კი 27 ნოემბერს გამოვლინდება.
შეგახსენებთ ჩემპიონატი ,,რუსთავის სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის“ მხარდაჭერითა და ორგანიზებით სპორტის 6 სახეობაში ტარდება.
სპორტულ აქტივობებში შეჯიბრი დეკემბრის ბოლოს დასრულდება.









