ქვემო ქართლის რეგიონში დასაქმების მასშტაბური ფორუმი ჩატარდება.
დასაქმების ფორუმის პირველი ეტაპი ქალაქ რუსთავსა და გარდაბნის მუნიციპალიტეტს მოიცავს.
ფორუმის ფარგლებში:
მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა ეკონომიკური სექტორის წარმომადგენლები;
წარმოდგენილი იქნება 35-ზე მეტი კომპანია და 500-ზე მეტი ვაკანტური პოზიცია;
დასაქმების მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ და გაესაუბრონ პოტენციურ დამსაქმებლებს.
შეგახსენებთ ფორუმი არის პლატფორმა, სადაც დამსაქმებელი და სამუშაოს მაძიებელი ერთ სივრცეში ერთიანდება. დასაქმების მსურველს აქვს შესაძლებლობა ერთდროულად რამდენიმე ვაკანსიის შესახებ მიიღოს ინფორმაცია და გადაწყვიტოს რომელ დამსაქმებელთან სურს თანამშრომლობა.
ფორუმი, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს მიერ, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მხარდაჭერითა და ქალაქ რუსთავისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ჩართულობით გაიმართება.
დასაქმების ფორუმის პირველი ეტაპი 22 ნოემბერს რუსთავის თეატრში 13:00 საათძე გაიმართება და ეტაპობრივად სრულად მოიცავს რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტს.









