აკადემიურ ქალაქში გენრიეტა აბესაძის იუბილე აღნიშნეს

რუსთავში აკადემიური ქალაქის დამფუძნებლის გარი ჩაფიძის ორგანიზებით პედაგოგ გენრიეტა აბესაძის იუბილე აღინიშნა. გენრიეტას აბესაძეს დაბადების 75 ხოლო პედაგოგიური მოღვაწეობის 50 წელი შეუსრულდა. როგორც ცნობილია იგი სხვადასხვა დროს რუსთავის რამდენიმე სკოლის დირექტორი იყო. აღსანიშნავია, რომ ევროპის სამეცნიერო პედაგოგიური პარლამენტისაგან გენრიეტა აბესაძეს სპეციალური ჯილდო გადაეცა. იუბილეს ესწრებოდნენ სხვადასხვა სკოლის დირექტორები, მასწავლებლები და მოწვეული სტუმრებიც.