ვარკეთილში, საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

ვარკეთილში, საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.

ცეცხლი კორპუსის ზედა სართულზე გაჩნდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია.

ადგილზე მუშაობდნენ სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები. ტერიტორიაზე იმყოფებოდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადაც.

როგორც ცნობილია შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.