ოზურგეთში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

ოზურგეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

არსებული ინფორმაციით, მიკროავტობუსი ბორდიურს დაეჯახა, რის შედეგადაც, მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.

ადგილზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მუშაობენ.