როდის დაიწყება ზამთრის არდადეგები სკოლებში

ზამთრის არდადეგები საქართველოს სკოლებში 30 დეკემბერს დაიწყება და 15 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს, მათივე ცნობით სასწავლო პროცესი ორშაბათს 16 იანვარს გაგრძელდება.

აღნიშნული თარიღები განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით არის განსაზღვრული.

ასევე შეგახსენებთ ზამთრის არდადეგების შემდეგ მოსწავლეებს საგაზაფხულო არდადეგები ელოდებათ, რომელიც 8-დან 14 მარტამდე გაგრძელდება.