რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო

რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე მოადგილე ბესიკ ტოგონიძესთან და საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების’’ წევრებთან ერთად, ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო.
ქალაქის მერმა, მონიტორინგის მიზნით, გონაშვილის, დოლიძისა და ჩოხელის ქუჩების მიმდებარედ, გზის მოწყობის სამუშაოები, მოგვიანებით, კი მეგობრობის გამზირზე, მოქალაქეთა მომსახურების მშენებარე ცენტრი დაათვალიერა. ორივე პროექტი დასრულების ფაზაშია.
საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის ფარგლებში, გონაშვილის, დოლიძისა და ჩოხელის ქუჩების მიმდებარედ, გზის მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. პროექტით გათვალისწინებულია ბორდიურების, სანიაღვრე სისტემისა და ბეტონის საფარის დაგება.
მუნიციპალური სერვისების რეფორმის ფარგლებში, მეგობრობის გამზირზე, მოქალაქეთა მომსახურების ახალი ცენტრი შენდება.
მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესების მიზნით, რუსთავის მერიამ რეფორმა მიმდინარე წელს დაიწყო, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი კი სწორედ ყველა სერვისის ერთ სივრცეში მოქცევას, მოქალაქეებისთვის კომფორტული და თანამედროვე გარემოს შექმნას ითვალისწინებს.