რუსთავში კლდიაშვილის 17 ნომერში საცხოვრებელ ბინაში ხანძარი გაჩნდა. არსებული ინფორმაციით ცეცხლი წყლის გამათბობელს გაუჩნდა.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.
მეხანძრე მაშველებმა ცეცხლის ჩაქრობა დროულად შეძლეს.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.