რუსთავში კიდევ ერთ საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია დასრულდა. სააღმზრდელო პროცესი მე-8 საბავშვო ბაღში, სადაც 160 აღსაზრდელი ირიცხება, დღეს განახლდა.
2022 წლის განმავლობაში, 3,4 მილიონი ლარის ღირებულების სხვადასხვა სახის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიენების ოცდაერთ ფილიალში განხორციელდა. ამ ეტაპზე, პირველი ბაღის ისტორიული შენობის სრული რესტავრაცია მიმდინარეობს.
საბავშვო ბაღი რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, პირველ მოადგილე კახა გურულთან და საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ წევრებთან ერთად დაათვალიერა
პრემიერ მინისტრის გადაწყვეტილებით, 2023 წელს, საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამა მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიწყება. პროექტი სამ ეტაპად განხორციელდება.