სოფელ მეორე ტოლაში მეზობელმა მეზობელი დანით მოკლა და შემდეგ ადგილიდან მიიმალა

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მკვლელობა მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, სოფელ მეორე ტოლაში მეზობელმა მეზობელი დანით მოკლა და შემდეგ ადგილიდან მიიმალა.

არსებული ინფორმაციით, მას ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა.

თანასოფლელები ტყეში წავიდნენ, სადაც კონფლიქტი მოხდა.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.