წელს პირველად, ბაგა-ბაღების გაერთიანების ყველა ფილიალის ეზოში, საზეიმო ვითარებაში აინთება საახალწლო ნაძვის ხე და ასევე პირველად, ყველა ფილიალში, მოეწყობა საახალწლო გართობა, თოვლის ბაბუისა და ზღაპრის გმირების მონაწილეობით. ინფორმაციას რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანება ავრცელებს.
მათივე ცნობით დასწრების საშუალება ექნებათ მშობლებსაც.
ღონისძიებების განრიგი:
დასაწყისი: 17:30
13 დეკემბერი – 21-ე, 27-ე, მე-10-ე, 44-ე, მე-6-ე ფილიალები;
14 დეკემბერი – მე-11-ე, მე-18-ე, მე-17-ე, 20-ე, 22-ე ფილიალები;
15 დეკემბერი – 23-ე, 31-ე, 32-ე, 33-ე, 34-ე, 40-ე ფილიალები;
16 დეკემბერი – 37-ე, 36-ე, 41-ე, 43-ე, 25-ე, მე-8-ე ფილიალები.









