ბაგა-ბაღების ყველა ფილიალის ეზოში საახალწლო ნაძვის ხე აინთო

წელს პირველად, ბაგა-ბაღების გაერთიანების ყველა ფილიალის ეზოში, საზეიმო ვითარებაში  საახალწლო ნაძვის ხე აინთო და ასევე პირველად, ყველა ფილიალში, მოეწყო საახალწლო გართობა, თოვლის ბაბუისა და ზღაპრის გმირების მონაწილეობით,

დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში საახალწლო ნაძვის ხე დღეს 37-ე, 36-ე, 41-ე, 43-ე, 25-ე, მე-8-ე ბაღების ეზოში აანთეს.

ღონისძიება დღეს დასრულდა და  ბაგა-ბაღების გაერთიანების ყველა ფილიალში პატარებისათვის საახალწლო განწყობა შეიქმნა.