ბათუმში, რესტორან „ვოქსში“ ხანძარი ლიკვიდირებულია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
როგორც ცნობილია რესტორნის ტერიტორია მთლიანად დამწვარია, თუმცა ცეცხლი კორპუსის სხვა სართულებზე არ გავრცელებულა.
ადგილზე მობილიზებული იყო 10-ზე მეტი სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი.
შეგახსენებთ ბათუმში, აღმაშენებლისა და კობალაძის ქუჩების კვეთაზე ხანძარი საღამოს, დაახლოებით 12 საათზე გაჩნდა.









