ქვემო ქართლის რეგიონში, ბოლნისის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში სიონისა და დავით აღმაშენებლის ქუჩების ასევე, შიდა ეზოების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს და დასრულების შემდგომ მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული მდგომარეობა.
ბოლნისში მიმდინარე პროექტები რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და ჯამში ორივე პროექტის ღირებულება 2 მილიონამდე ლარს შეადგენს.
ამ დროისთვის 4 ობიექტზე, ჯამში 17417 მეტრ კვადრატულ მოცულობაზე ასფალტის საფარის დაგება მიმდინარეობს. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი სრული ღირებულება 1 571 900 ლარს შეადგენს.
პროექტის დასრულების შემდეგ ბოლნისის ადგილობრივი მოსახლეობის 8 000-მდე ბენეფიციარი გამართული საგზაო ინფრასტრუქტურით ისარგებლებს.
მიმდინარე სამუშაოების პროცესი ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი დოხტურიშვილმა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველ მოადგილესთან, ილია ბეგიაშვილთან, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერთან დავით შერაზადიშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგელებთან ერთად მოინახულა.


