გარდაბანი-რუსთავი-თბილისის მიმართულებით სამგზავრო მატარებელმა მოძრაობა გაანაახლა

საქართველოს რკინიგზის მიერ გავრცელებული ინფორმაციით გარდაბანი-რუსთავი-თბილისის მიმართულებით სამგზავრო მატარებელმა მოძრაობა გაანაახლა.

გავრცელებული ინფორმაციით მატარებელი ყოველდღიურად, დღეში ორჯერ შეასრულებს რეისს თბილისი-გარდაბნის მიმართულებით, რომლის დროსაც რუსთავსაც გაივლის.

ცნობილია სამგზავრო გადაყვანების განრიგიც:

გასვლა თბილისიდან – 7:10, ჩასვლა გარდაბანში – 8:13

გამოსვლა გარდაბნიდან- 8:25, ჩამოსვლა თბილისში – 9:32

გასვლა თბილისიდან – 19:00, ჩასვლა გარდაბანში – 20:05

გამოსვლა გარდაბანიდან – 20:20, ჩამოსვლა თბილისში 21:26

ცნობილია ასევე, რომ მგზავრობის ღირებულება 50 თეთრი იქნება.