გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით კარგარეთელმა, მერის მოადგილე, ფუად მირზოევმა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებმა, ზაზა ონიანმა და სამირ ხიალოვმა ქალაქ გარდაბანში, აღმაშენებლის ქუჩაზე მოსახლეობასთან შეხვედრა გამართეს.
შეხვედრაზე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობას მუნიციპალური პროგრამების, პროექტებისა და დაგეგმილი სიახლეების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.
აღმაშენებლის ქუჩაზე მოეწყო თანამედროვე სტანდარების მქონე სპორტული სტადიონი და სავარჯიშო სივრცე.
გარდაბანის ადმინისტრაციულ ერთეულებში განსახორციელებელი და უკვე მიმდინარე პროექტები მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით დაიგეგმა და სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები ამ დრომდე აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.









