გიორგი დოხტურიშვილის ხელმძღვანელობით სამხარეო–საკონსულტაციო საბჭოს 2022 წლის მორიგი დასკვნითი სხდომა გაიმართა.
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა სამხარეო–საკონსულტაციო საბჭოს სხდომა სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გამართა.
სხდომას რეგიონისა და ადგილობრივი თვითმმართველობების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
გიორგი დოხტურიშვილმა რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებსა და საკრებულოს თავმჯდომარეებს გასული წლის ნაყოფიერი მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა და მათთან ერთად მიმდინარე და მომავალში განსახორციელებელი პროექტები განიხილა.
საკონსულტაციო საბჭოზე, ქვემო ქართლის რეგიონში, შვიდივე მუნიციპალიტეტში, რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, 2023 წელს განსახორციელებელი პროექტებისთვის 43 287 656 ლარი დამტკიცდა.