დედოფლისწყაროში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 25 წლის ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა

დედოფლისწყაროში, სოფელ ზემო ქედში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 25 წლის ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა.

გავრცელებული ინფორმაციით,მსუბუქი ავტომანქანა, რომელსაც 25 წლის ახალგაზრდა მართავდა, ხეს შეეჯახა.

ძლიერი შეჯახების შედეგად, მამაკაცი, რომელიც ავტომობილში მარტო იმყოფებოდა, ადგილზე გარდაიცვალა.

გამოძიება მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის 6-ე ნაწილით დაიწყო.