ვარკეთილში, საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.
ცეცხლი კორპუსის ზედა სართულზე გაჩნდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია.
ადგილზე მუშაობდნენ სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები. ტერიტორიაზე იმყოფებოდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადაც.
როგორც ცნობილია შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.