თავისუფალ ჭიდაობაში რუსთაველმა სპორტსმენებმა წარმატებით იასპარეზეს

ერევანში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე რუსთაველმა სპორტსმენებმა ჯონი შაორშაძემ და გიგია ლუქუნიძემ თავისუფალ ჭიდაობაში წარმატებით იასპარეზეს და ორი ოქროს მედალი მოიპოვეს.

ჯონი შაორშაძემ 75 კგ წონით, ხოლო გიგია ლუქუნიძე 85 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზეს.

საერთაშორისო ტურნირი U15 – ს შორის 8-9 დეკემბერს მიმდინარეობდა.