თბილისის მეტროსადგურები მგზავრებს დღეს უფასოდ ემსახურება

თბილისის მეტროსადგურები მგზავრებს დღეს უფასოდ ემსახურება. მიზეზი, ე.წ. ტურნიკეტების მუშაობის ხარვეზია.

მეტროპოლიტენის გადაწყვეტილებით მგზავრთა ნაკადის გადაადგილებისთვის პრობლემა რომ არ შეექმნოდა მოქალაქეები უფასოდ მგზავრობენ.

მათივე ცნობით ხარვეზის აღმოსაფხვრელად შესაბამისი სამსახური უკვე მუშაობს, რის შემდეგაც მგზავრები ჩვეულებრივ, შესაბამისი გადახდით იმგზავრებენ.