თბილისში, „საახალწლო სოფელი“, 23 დეკემბერს, ორბელიანის მოედანზე გაიხსნება. „საახალწლო სოფელი“ 13 იანვრის ჩათვლით იმუშავებს.
როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა 23 დეკემბრიდან 13 იანვრამდე ყოველი დღე სააზეიმო ღონისძიებებით იქნება დატვირთული
ასევე, ორბელიანის მოედანი, 9 აპრილის ბაღი და ათონელის ქუჩა მოირთვება მრავალფეროვანი საახალწლო დეკორაციით და ინსტალაციებით. პატარებს კი აქ დახვდებათ თოვლის ბაბუაც.
23 დეკემბრიდან 13 იანვრის ჩათვლით, „საახალწლო სოფელში“ გაიმართება საბავშვო-გასართობი წარმოდგენები, კონცერტები, ზღაპრის გმირების სადღესასწაულო მსვლელობები, სხვადასხვა აქტივობები, მუსიკალური საღამოები.
31 დეკემბერს კი გელოდებით ევროპის მოედანზე, გალა-კონცერტზე. ერთად შევხვდეთ 2023 წელს, ბედნიერი და უკეთესი მომავლის მოლოდინით.