თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში 4500-მდე ბენეფიციარი 24 საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში 4500-მდე ბენეფიციარი 24 საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.

წყალმომარაგების სამუშაოები დაბა მანგლისსა და სოფელ ალგეთში მიმდინარეობს.

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი დოხტურიშვილმა მუნიციპალიტეტის მერთან, გიორგი წიკლაურთან და კომპანიის დირექტორთან ალექსანდრე თევდორაძესთან ერთად მიმდინარე წყალმომარაგების სამუშაოები ადგილზე მოინახულა.

ამ ეტაპზე, ფიზიკური სამუშაოების 60% უკვე შესრულებულია. პროექტი 2023 წლის მეორე კვარტალში დასრულდება, რის შედეგადაც, 4500-მდე ბენეფიციარი 24 საათიანი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.

პროექტის მიხედვით გათვალისწინებულია: მაგისტრალური ქსელის, წყალმომარაგების ქსელის, რეზერვუარის, საქლორატოროსა და ყველა სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურის მოწყობა.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია დაბა მანგლისსა და სოფელ ალგეთში 11 მლნ. ლარის ღირებულების სამუშაოებს აწარმოებს.