თელავის მუნიციპალიტეტში 50 წლამდე მამაკაცი მეზობელმა ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა

თელავის მუნიციპალიტეტში 50 წლამდე მამაკაცი მეზობელმა ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა.

შემთხვევა სოფელ წინანდალში დღეს მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცს ჭრილობა ქვედა კიდურზე აქვს მიყენებული, მას ოპერაცია უკვე ჩაუტარდა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

როგორც ცნობილია მეზობლებს შორის კონფლიქტი საქონლის გამო მოხდა, რომლის მოპარვასაც მეზობელი დაზარალებულს აბრალებდა.

მომხდარზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 236-ე მუხლებით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.