სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს
21 დეკემბერს 11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ბოლნისის რაიონის სოფლებში ტალავერი, პატარა დარბაზი, ხახალაჯვარი, ფოცხვერიანი და მიმდებარე სოფლებში;
11:00-დან 13:00 საათამდე აბონენტებს თეთრიწყაროს რაიონის სოფლებში ახალსოფელი, ალგეთი, მანგლისი, ცხრაკუდაანი და მიმდებარე სოფლებში;
11:30-დან 18:30 საათამდე აბონენტებს დმანისის რაიონის სოფლებში ვარდისუბანი, უკანგორა, პატარა დმანისი და მიმდებარე სოფლებში;
11:30-დან 18:30 საათამდე აბონენტებს დმანისის რაიონის სოფლებში განთიადი, ბოსლები, კაკლიანი, ტნუსი, ვარდისუბანი და მიმდებარე სოფლებში;
12:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში ნორიო, მარტყოფი, მუღანლო, სართიჭალა, ახალსოფელი და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში