ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 22 დეკემბერს
11:00-დან 15:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ბოლნისში და ბოლნისის რაიონის სოფლებში ჭაპალა, რაჭისუბანი, სამტრედო, მუხრანა, სავანეთი და მიმდებარე სოფლებში;
10:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში გამარჯვება, მარტყოფი, დიდი ლილო, ვაზიანი, ლილოს დასახლება, ლოჭინი, მუხროვანი და მიმდებარე სოფლებში;
11:30-დან 15:00 საათამდე აბონენტებს ბოლნისში აღმაშენებლის, ბარათაშვილის, თავისუფლების, ერეკლე მეფის და მიმდებარე ქუჩებზე;
14:30-დან 17:30 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში ჯანდარა, ლემშვენიერა, ნაგები, თბილწყარო და მიმდებარე სოფლებში. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.