სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო,
3 დეკემბერს 11:30-დან 17:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს რუსთავში ბათუმის, რუსთაველის, კოსტავას, ჭავჭავაძის, 9 მაისის, სააკაძის, ძველი ბაზრის და მიმდებარე ქუჩებზე;
13:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფლებში წერეთელი, ორჯონიკიძე, ბაილარი, მირზოევკა, დიდი ბეგლიარი და მიმდებარე სოფლებში. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.