კორუფციის ბრალდებით დაკავებულ ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტს უფლებამოსილება შეუჩერდა

სამართალდამცავების მიერ კორუფციის ბრალდებით დაკავებულ ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტს, ევა კაილის, უფლებამოსილება შეუჩერეს.

ასევე ცნობილია, რომ ევა კაილი კრიმინალურ ორგანიზაციასთან, კორუფციასა და ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებშია დაკავებული.

ბელგიის ფედერალური პროკურატურის განცხადებით, სპარსეთის ყურის ქვეყანა „ევროპარლამენტის ეკონომიკურ და პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე გავლენის მოხდენას ცდილობდა“.

ბელგიური მედიის ცნობით, საუბარია მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელ კატარზე.

კაილი ხუთ პირთაგან ერთ-ერთი იყო, რომელიც ბელგიის პოლიციამ პარასკევს დააკავა.