კრიმინალური გარჩევა ქართველებს შორის ბრუკლინში მსხვერპლით დასრულდა

კრიმინალური გარჩევა ქართველებს შორის ბრუკლინში მსხვერპლით დასრულდა. მოკლულია 1 და დაჭრილია 2 ადამიანი.

როგორც ცნობილია, ბანკიდან გამოსულ 2 ქართველ მამაკაცს, სამი, ასევე საქართველოს მოქალაქე აედევნა და ფულის წართმევა სცადა. თავდამსხმელებმა ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენეს.

შემთხვევის შედეგად გარდაცვლილია 45 წლის მამაკაცი მას 2 ცეცხლნასროლი ჭრილობა აქვს მიყენებული მუცლის არეში.