კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ქართველი ძალოსანი ლაშა ტალახაძე (+109 კგ) ზედიზედ მეექვსედ მსოფლიო ჩემპიონი გახდა და ოქროს მედალს დაეუფლა. ტალახაძემ ოქროს მედალი სამივე დისციპლინაში მოიპოვა. ამასთან, მან პარიზის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიისთვის მნიშვნელოვანი ქულებიც დააგროვა.
შეგახსენებთ, რომ ტალახაძე დამატებით ევროპის ექვსგზის და ოლიმპიადის ორგზის ჩემპიონია.









