საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, მარტყოფის ადმინისტრაციულ ერთეულში საზოგადოებრივი ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე,საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლ „ერისიონის“ კონცერტი გაიმართა.
სპეციალურად მოწყობილ სცენაზე, მაყურებლის წინაშე ანსამბლმა „ერისიონმა“ ქართული ცეკვის სხვადსხვა ნომერი შეასრულა.
დასწრება ყველა მსურველისთვის თავისუფალი იყო.









