„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანას პარლამენტმა მხარი დაუჭირა

81 ხმით დაუჭირა პარლამენტმა მხარი ცვლილებებს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში.

 კანონით გათვალისწინებულია სიძულვილის ენის და ტერორიზმისკენ მოწოდებისთვის პასუხის უფლების რეგულირება. ცვლილება ასევე ითვალისწინებს მედია მომსახურების მიმწოდებლების მიერ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების უფლებების დაცვის გარანტიებს, სარეკლამო კომუნიკაციების განახლებულ წესებს და ვიდეოგაზიარების პლატფორმების რეგულირების შემოღებას.

 ცვლილების მიღებით საქართველოს კანონმდებლობა შესაბამისობაში მოდის აუდიოვიზუალური მედია მომსახურებების შესახებ შესაბამის ევრო დირექტივასთან.

 კანონპროექტის ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: დავით სონღულაშვილი, ეკა სეფაშვილი, ბეჟან წაქაძე, ისკო დასენი, გელა სამხარაული, ლევან მგალობლიშვილი, გიორგი ამილახვარი, ბაია კვიციანი, ირაკლი მეზურნიშვილი, ქეთევან დუმბაძე და ბექა ოდიშარია.