მეგობრობის გამზირზე საახალწლო განათებები უკვე ჩაირთო

რუსთავში საახალწლო სამზადისის ფარგლებში ერთ-ერთი მთავარი ქუჩა, მეგობრობის გამზირი უკვე განათდა.

ასევე, ახალგაზრობის პარკში ნაძვის ხე და ილუმინაციებიც აინთო.

შეგახსენებთ რუსთავის მთავარ მოედანზე მოწყობილ საახალწლო სოფელში, ქალაქის მთავარი ნაძვის ხე ხვალ 10 დეკემბერს საზეიმო ვითარებაში აინთება.