მე-20 საჯარო სკოლასთან ქართლოს სამარგულიანის მხარდასაჭერი მდუმარე აქცია გაიმართა

მე-20 საჯარო სკოლასთან ამავე სკოლის მასწავლებლის ქართლოს სამარგულიანის მხარდასაჭერი მდუმარე აქცია გაიმართა. აქციის წევრები შავი ტანსაცმლით, თეთრი ვარდებითა და სიმბოლური სლოგანებით  სამართლიანობის აღდგენისა და მასწავლებლის გათავისუფლების მოთხოვნით  სკოლასთან  შეიკრიბნენ. ადგილზე იმყოფებოდნენ ქართლოსის მეგობრები, ოჯახის წევრები სხვადასხვა სკოლის მასწავლებლები, პორპკავშირების წარმომადგენლები და მისი ადვოკატი. 

ბრალი წარდგენილი აქვს ასევე სკოლის დირექტორსაც  მას დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან და როგორც პროფკავშირების წარმომადგენელი გია ტყემალაძე ჩვენთან საუბრისას აცხადებს,სკოლის დირექტორმა მათ იურიდიული დახმარებისთვის მიმართა და პროფკავშირები მზადყოფნას გამოთქვამენ დახმარებისთვის.

ცნობისთვის, 51 წლის ქართლოს სამარგულიანს კი ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით ჰქონდა წარდგენილი, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.