ბავშვთა საათობრივი დატოვების ცენტრში ,,მტევანი” საახალწლო ღონისძიება ,,ერთხელ მტევანში გაიმართა.
ღონისძიება კინოჩვენებით დაიწყო და საახალწლო ნივთების დამზადების მასტერ კლასით გაგრძელდა.
პარალელურად ცენტრის ეზოში გაიმართა ხელნაკეთობების, საკონდიტრო ნაწარმის, სხვადასხვა სასმელების გამოფენა-გაყიდვაც,ასევე ცენტრის ბავშვების მიერ შესრულდა სახალისო ნომრები.
ღონისძიება დასრულდა ფეიერვერკით.
ღონისძიება “ერთხელ მტევანში” ცენტრის ბავშვებს, “საპოვნელას”და “კარიტასის” აღსაზრდელებს და მრავალშვილიანი ოჯახების შვილებს ეძღვნებოდა.









