ნინო ლაცაბიძემ მოხუცთა სახლში მცხოვრებ ხანდაზმულებს საახალწლო სოფელში უმასპინძლა

უჩვეულო და ლამაზი ბარბარობა მოხუცთა სახლში მცხოვრები ხანდაზმულებისთვის – ნინო ლაცაბიძემ ქსენონის ბინადრებს საახალწლო სოფელში უმასპინძლა.
ქალაქის მერმა, პარლამენტის წევრებთან: ალექსანდრე დალაქიშვილთან და ირაკლი შატაკიშვილთან, რუსთავის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების” წევრებთან და კომპანია ,,ქონსთრაქშენ სერვისის” ხელმძღვანელთან ერთად, ხანდაზმული რუსთაველები ჯერ ქსენონში მოინახულა და სადღესასწაულო საჩუქრები გადასცა, მოგვიანებით, კი ,,საახალწლო სოფელში”, კამერული მუსიკის კონცერტზე მიიწვია.