ნისლის გამო თბილისის აეროპორტში თვითმფრინავები ვერ ჯდებიან

ნისლის გამო თბილისის აეროპორტში თვითმფრინავები ვერ ჯდებიან. როგორც  აეროპორტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ამბობენ, ამ დროისთვის Fly Dubai-ს ორი თვითმფრინავი აეროპორტში ვერ ჯდება და თბილისის თავზე დაფრინავს.

ტაშკენტის რეისმაც ვერ მოახერხა თბილისის აეროპორტში დაჯდომა, რის გამოც ბათუმის აეროპორტის მიმართულებით გაფრინდა.

თბილისის აეროპორტის წარმომადგენლების განმარტებით, აზერბაიჯანმა და თურქეთმა უამინდობის გამო, თბილისის მიმართულებით რეისები გადაწიეს.